logo_geo
eng_logo
მამუკა კვარაცხელია: ხარაგაულში დარასელიას ძეგლი ზაზა კაკოიშვილმა თავისი ხარჯებით აღადგინა!
- +

27 ივლისი. 2021. 00:19

 

„დარასელია ძეგლი კომპანია აიას წარმომადგენელმა ზაზა კაკოიშვილმა თავისი ხარჯებით აღადგინა!“, - ამის შესახებ უეფა-ს მედიაოფიცერმა და ფეხბურთის ფედერაციის სტადიონების განყოფილების ხელმძღვანელმა, მამუკა კვარაცხელიამ 23 ივლისს სოციალურ ქსელში დაწერა.

 

„ხარაგაულში დარასელიას ძეგლის დაზიანება ყველამ განვიცადეთ. დღეს თბილისისკენ მომავალმა ძალიან გავიხარე, როცა ძეგლი აღდგენილი ვნახე - გავიკითხე: ხარაგაულელმა ფეხბურთის მოყვარულმა ხათუნა ჯობაძემ სთხოვა და კომპანია აიას წარმომადგენელმა ზაზა კაკოიშვილმა თავისი ხარჯებით აღადგინა!“, - დაწერა კვარაცხელიამ.

 

სოფელ უბისასთან ვიტალი დარასელიას ძეგლი ვანდალებმა რამდენიმე თვის წინ დააზიანეს.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner