ლიბიის სანაპიროსთან მიგრანტების ნავის ჩაძირვის შედეგად, სულ მცირე, 57 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია ავრცელებს.
„სანაპირო დაცვის მიერ ნაპირზე გადმოყვანილი გადარჩენილები აცხადებენ, რომ, სულ მცირე, 20 ქალი და ორი ბავშვი დაიხრჩო“, - აღნიშნა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელმა.
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ მიმდინარე წელს ხმელთაშუა ზღვაში სულ მცირე 900 მიგრანტი დაიღუპა.