„ევროპის ქვეყნების უმრავლესობაში დელტა ვარიანტმა 5 კვირაში მოახერხა 10-20%-იანი წილიდან დომინანტობის მიღწევა.
ამ ქვეყნებში მდგომარეობის სტაბილურობა მოსახლეობის ვაქცინაციით მაღალ მოცვას უკავშირდება“, - ამის შესახებ „ჯეოქეისის“ მკვლევარი, პროფესორი ზვიად კირტავა სოციალურ ქსელში წერს.
„თუნდაც იქ, სადაც შემთხვევების გავრცელება ალფა ვარიანტთან შედარებით ახლა 60%-ით მეტად ხდება, დელტასთან დაკავშირებული ჰოსპიტალიზაცია და სიკვდილობა მაინც გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ალფა ვარიანტით გამოწვეული იანვრის პიკის დროს. მაგალითად, ბრიტანეთში სიკვდილობა 23-ჯერ შემცირდა, ისრაელში - 35-ჯერ. მიუხედავად დელტა შტამისა, ვაქცინაცია გვიცავს კოვიდ-19-ის მძიმე შემხვევებისაგან!
თუ გავითვალისწინებთ, რომ შეზღუდვები ახლა ყველგან ბევრად ნაკლებია, ვიდრე იანვარში, აღნიშნული სტაბილიზაციის ერთადერთი მიზეზი - მაღალი ვაქცინაციაა.
#ვაქცინაგვიცავს #დელტა
ინფორმაციის წყარო: ourworldindata.org. Guardian.co.uk“, - წერს კირტავა.