logo_geo
eng_logo
ზვიად კირტავა: ვაქცინაცია გვიცავს „კოვიდ-19“-ის მძიმე შემთხვევებისგან!
- +

27 ივლისი. 2021. 01:19

 

„ევროპის ქვეყნების უმრავლესობაში დელტა ვარიანტმა 5 კვირაში მოახერხა 10-20%-იანი წილიდან დომინანტობის მიღწევა.

ამ ქვეყნებში მდგომარეობის სტაბილურობა მოსახლეობის ვაქცინაციით მაღალ მოცვას უკავშირდება“, - ამის შესახებ „ჯეოქეისის“ მკვლევარი, პროფესორი ზვიად კირტავა სოციალურ ქსელში წერს.

 

„თუნდაც იქ, სადაც შემთხვევების გავრცელება ალფა ვარიანტთან შედარებით ახლა 60%-ით მეტად ხდება, დელტასთან დაკავშირებული ჰოსპიტალიზაცია და სიკვდილობა მაინც გაცილებით ნაკლებია, ვიდრე  ალფა ვარიანტით გამოწვეული იანვრის პიკის დროს. მაგალითად, ბრიტანეთში სიკვდილობა 23-ჯერ შემცირდა, ისრაელში - 35-ჯერ. მიუხედავად დელტა შტამისა, ვაქცინაცია გვიცავს კოვიდ-19-ის მძიმე შემხვევებისაგან!

თუ გავითვალისწინებთ, რომ შეზღუდვები ახლა ყველგან ბევრად ნაკლებია, ვიდრე იანვარში, აღნიშნული სტაბილიზაციის ერთადერთი მიზეზი - მაღალი ვაქცინაციაა.

#ვაქცინაგვიცავს #დელტა

ინფორმაციის წყარო: ourworldindata.org. Guardian.co.uk“, - წერს კირტავა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner