თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი სერგო ვარდოსანიძე სოციალურ ქსელში წერს:
„რატომ?
რეალური თუ გამოგონილი პრობლემებით დახუნძლული საქართველო მორცხვი დუმილით ეგებება "ძლევაი საკვირველი"- დიდგორის ბრძოლაში გამარჯვების 900 წლისთავს.
დავით აღმაშენებელმა მტრისაგან დაბეჩავებულ ქართველებში ღირსების გრძნობის აღზრდა-შეთვისებას 22 წელი მოანდომა,1121 წლის 12 აგვისტოს დიდგორის ველზე ამ ქართველებით დაამარცხა მრავალრიცხოვანი მტერი, ეს იყო ღირსებისა და თავისუფლების ომი, უღირსებო ხალხი ღირსების, თავისუფლების ბრძოლას ვერასოდეს ვერ მოიგებს, სამწუხაროდ ვერც ღირსეულთა ღვაწლს დააფასებს...
დღეს რა გვემართება?
არც სოციალურ ქსელებში, არც ტელევიზიებში, არსად არ იგრძნობა "ძლევაი საკვირველის" გააზრების კამპანია. აქ მთავარი თემა: არჩევნები, სკამებისათვის ბრძოლაა, 12 აგვისტოს დიდგორში, ან 8 თებერვალს გელათში მისვლა მხოლოდ რიტუალურ ხასიათს ატარებს. არ გვეკადრება ასეთი უღირსებო დუმილი“.