„ეხამუშათ პლაკატები და შეგინება მათ, ვინც ქუჩებში და ციხეებში ხალხს ხოცავდა, ოპონენტებს ზონდერებს ახვედრებდა და ცემით ლამის სიკვდილამდე მიჰყავდა და დღესაც დირიჟორობენ სიძულვილის კამპანიას“, - წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.
„ეხამუშათ პლაკატი იმ "ურნალისტებს" 24/7 სიძულვილის ენას, ცილისწამებას და დეზინფორმაციას რომ ანთხევენ ე.წ. "კრიტიკული მედიის" ეთერებიდან და ახლახანს "მიკროფონების რევოლუცია" რომ ჩაუფლავდათ
ეხამუშათ კრიტიკული პლაკატი იმ ე.წ. სამოქალაქო აქტივისტებს, 24/7 მათთვის არასასურველ ხალხზე ბულინგსა და ფსიქოლოგიურ ტერორს რომ აწარმოებენ
იმკით იმას რასაც თესავთ!“, - წერს ანალიტიკოსი.