logo_geo
eng_logo
ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში სკოლა „ქართული ხელნაწერი“ გაიხსნა
- +

22 ივლისი. 2016. 16:11



ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ქართველოლოგიის საერთაშორისო სკოლა „ქართული ხელნაწერი" გაიხსნა.


საზაფხულო სკოლა გათვალისწინებულია საქართველოს ისტორიითა და კულტურით დაინტერესებული უცხოელი მკვლევარებისა და საქართველოს უნივერსიტეტების წარმომადგენლებისთვის.


პროექტის მიზანი ქართველოლოგიური მეცნიერებების პოპულარიზაციაა.


კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის განცხადებით, ხელნაწერთა ცენტრში უკვე მეხუთედ ტარდება ქართველოლოგიის საზაფხულო სკოლა. ამჟამად ბევრი სტუმარი საზღვარგარეთიდან არის. ისინი არიან დოქტორანტები, მათი ინტერესია ქართველოლოგია, ქართული ლიტერატურა.


„დოქტორანტები მოისმენენ ლექციებს საქართველოს ლიტერატურაზე, ისტორიაზე, ნახავენ ქართულ ძეგლებს, რაც ძალიან სასარგებლო იქნება როგორც მათთვის, ისე ჩვენთვისაც", -  განაცხადა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა ზაზა აბაშიძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner