საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თინა ხიდაშელის შემცვლელად კახა კახიშვილის და ირაკლი სესიაშვილის კანდიდატურების განხილვას არ ადასტურებს. პრემიერ-მინისტრის თქმით, ირაკლი სესიაშვილი სავარაუდოდ მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება.
„კონსულტაციები ორ კანდიდატთან დაკავშირებით მიმდინარეობს. ირაკლი სესიაშვილი არის ძალიან ღირებული იქ, სადაც მოღვაწეობს.
სავარაუდოდ, ის იქნება მაჟორიტარობის კანდიდატი. რაც შეეხება კახა კახიშვილს, ის არის სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ძალიან კარგი მინისტრი და ვფიქრობ, რომ მისი გამოცდილება ძალიან ღირებულია იქ, სადაც დღეს მუშაობს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.