logo_geo
eng_logo
ამირან გამყრელიძე: ყველა პარამეტრი, ინციდენტობა, დადებითობის მაჩვენებელი, სამწუხაროდ, გაუარესებულია
- +

27 ივლისი. 2021. 11:46

 

 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეის მდგომარეობით უფრო მეტია ინფიცირებულთა ოდენობა, ვიდრე ეს იყო მაისში, ხოლო დღევანდელი მაჩვენებელი ნოემბრის თვის მაჩვენებლის 50-60%-ია.

 

ამის შესახებ მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

 

„მოგეხსენებათ, ეპიდსიტუაცია მთლიანად მსოფლიოში არაერთგვაროვანია. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ინფიცირებულთა ოდენობა მატულობს, ასევე, ბოლო ორი კვირის განმავლობაშიც. სამწუხაროდ, სიკვდილობის მაჩვენებელიც მომატებულია. საქართველოში ეპიდსიტუაცია გაუარესებულია. დღეს გვაქვს ახალი 3666 შემთხვევა. სულ ქვეყანაში კი 25 844 აქტიური შემთხვევაა. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 17 ადამიანი. სიკვდილიანობის პროცენტული მაჩვენებელი კი 1.4.% -ია. ყველა პარამეტრი, ინციდენტობა, დადებითობის მაჩვენებელი, სამწუხაროდ, გაუარესებულია. დადებითობის მაჩვენებელი 6%-ის ფარგლებში მერყეობს. ახლა მეტი გვაქვს ინფიცირება, ვიდრე მაისში, მესამე ტალღის პიკზე გვქონდა და ვართ 50-60 პროცენტამდე, რაც ვიყავით მეორე ტალღის პიკზე, ნოემბრის ბოლოს დეკემბრის დასაწყისში. განსხვავება არის ერთი - დღეს ქვეყანაში ხელმისაწვდომია ვაქცინები“, - განაცხადა გამყრელიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner