logo_geo
eng_logo
ამირან გამყრელიძე: ახლა იმაზე მეტი ინფიცირების შემთხვევა გვაქვს, ვიდრე ეს მესამე ტალღის პიკის დროს იყო
- +

27 ივლისი. 2021. 12:00

 

 

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ეპიდვითარება გაუარესდა და ახლა იმაზე მეტი ინფიცირების შემთხვევა გვაქვს, ვიდრე ეს მესამე ტალღის პიკის დროს იყო.

 

„საქართველოში ეპიდვითარება გაუარესდა. ჩვენ ახლა იმაზე მეტი ინფიცირების შემთხვევა გვაქვს, ვიდრე ეს მესამე ტალღის პიკის დროს იყო, მაისში. ვართ დაახლოებით 50-დან 60%-მდე, როგორც ვიყავით მეორე ტალღის პიკზე. განსხვავება გახლავთ ის, რომ დღეს წინა პერიოდებისგან განსხვავებით, გვაქვს საშუალება, რომ მოსახლეობა ავცრათ.

 

გუშინ ჩვენ 24 საათში გვქონდა ყველაზე უფრო მაღალი, დაახლოებთ 13 800 აცრა. დღეს დაგეგმილია 14 300-მდე აცრა. აქედან ნახევარზე მეტი „ფაიზერზე“ მოდის, მეორე ადგილზეა „სინოფარმი“, შემდეგ „ასტრაზენეკა“ და ბოლოს „სინოვაკი"- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner