logo_geo
eng_logo
მაიკ პომპეო: ამერიკაში კონსერვატიზმი უნდა აღდგეს - ქვეყანაში არსებული ჭრილობების მოშუშების ერთადერთი გზა ღმერთის ინდივიდთან ურთიერთობის გააზრებაა
- +

27 ივლისი. 2021. 12:55

 

 

აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ „რესპუბლიკური პარტიისთვის“ საუკეთესო გზა ღმერთის რწმენაზე ორიენტირება უნდა იყოს.

 

მაიკ პომპეო, რომელიც აშშ-ში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი კონსერვატორია, სიტყვით გამოვიდა რონალდ რეიგანის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში. მან ისაუბრა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიღწევებზე საგარეო პოლიტიკის სფეროში, მაგრამ ძირითადად ყურადღება „რესპუბლიკური პარტიის“ მომავალზე გაამახვილა.

 

მაიკ პომპეომ აღნიშნა, რომ ღმერთის რწმენა მის პირად ცხოვრებაში ძალის წყარო იყო.

 

„რწმენის გარეშე უზომოდ რთულია ხელმძღვანელობა“, - განაცხადა აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა.

 

მან ასევე გააკეთა მინიშნება ჯორჯ ვაშინგტონსა და რონალდ რეიგანზე და მათ რწმენაზე ისაუბრა, როდესაც ისინი დიდი გამოწვევების წინაშე იდგნენ.

 

„ამერიკის დასაბრუნებლად, რაც, ჩემი აზრით, მხოლოდ ჩვენს ნაწილს შეუძლია გააკეთოს, ფაქტობრივად, არ არსებობს უფრო მნიშვნელოვანი სავანე, ვიდრე ჩვენი ეკლესიები, ჩვენი სინაგოგები, ჩვენი მეჩეთები და ჩვენი ტაძრებია“, - განაცხადა მაიკ პომპეომ.

 

აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ასევე განაცხადა, რომ ამერიკაში კონსერვატიზმი უნდა აღდგეს. მისი თქმით, ქვეყანაში არსებული ჭრილობების მოშუშების ერთადერთი გზა ღმერთის ინდივიდთან ურთიერთობის გააზრებაა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner