logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე: დასხდნენ და ზუსტად ნახევარ საათში დავუმტკიცებთ, რომ არჩევნების გაყალბებაზე მათი ბრალდება იყო ცარიელი ტყუილი
- +

27 ივლისი. 2021. 14:50

 

 

„კეთილი ინებოს ოპოზიციამ, ნებისმიერ დროს, სატელევიზო ფორმატში დასხდნენ და ზუსტად ნახევარ საათში დავუმტკიცებთ, რომ მათი ბრალდება არჩევნების გაყალბებაზე იყო ცარიელი ტყუილი,“ - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, საგამოძიებო კომისიამ ცხადყო, რომ ოპოზიციის ყველა ბრალდება სპეკულაცია იყო.

 

„დეტალური ანალიზი იმას აჩვენებს, რომ ოპოზიციის ყველა ბრალდება ცარიელი სპეკულაცია იყო. ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ მზად ვართ, თითოეულ ამ საკითხზე დეტალურ დებატებში შევიდეთ მათთან, რასაც ოპოზიცია გაურბოდა ნოემბრიდან, გაურბის დღეს და ალბათ, გაექცევიან ხვალაც. დებატებს გაურბიან, რადგან ჩვენზე უკეთ იციან, რომ მათი ბრალდება იყო სრული სპეკულაცია და სიცრუე. თვითმმართველობის არჩევნებზე არ უნდა განმეორდეს, რაც 2020 წლის არჩევნებზე ხდებოდა, როცა ოპოზიციამ სიცრუეზე ააგო კამპანია. კეთილი ინებონ, გვითხრან, ამ დასკვნაში რა არის არასწორი. ვერაფერს გვეტყვიან, რადგან მათი კამპანია აგებული იყო სიცრუესა და სპეკულაციაზე“, - განაცხადა კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner