logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე: ჩერგოლეიშვილისთვის პროკურატურასთან თანამშრომლობა „გრეხია“
- +

27 ივლისი. 2021. 14:51

 

 

ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში „ტაბულას“ დამფუძნებელ თამარ ჩერგოლეიშვილს ეხმიანება და წერს, რომ ფსევდო-სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელს, თამარ ჩერგოლეიშვილს არ სურს პროკურატურასთან თანამშრომლობა, არ სურს დახმარება 5 ივლისის გამოძიების საქმეში.

 

მისი თქმით, ჩერგოლეიშვილისთვის პროკურატურასთან თანამშრომლობა „გრეხია“.

 

„ფსევდო-სამოქალაქო საზოგადოების კიდევ ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი. „ტაბულას“ არ სურს პროკურატურასთან თანამშრომლობა, არ სურს დახმარება 5 ივლისის გამოძიების საქმეში. ვითომ ამკვიდრებენ ევროპულ მენტალიტეტს, ფასეულობებს და რეალურად კი საუბრობენ, იქცევიან როგორც ქუჩური მენტალიტეტის სუბიექტები. ჩერგოლეიშვილისთვის პროკურატურასთან თანამშრომლობა „გრეხია“, ხოშტარიასთვის პოლიციელი გასალახია და ა.შ. საზოგადოების სამართლიანი გულისწყრომა - კანონი ყველასთვის კანონია და რატომ თავხედობენ ეს დესტრუქციული ელემენტები?!“ - წერს გია აბაშიძე facebooke-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner