logo_geo
eng_logo
„ოცნების ქალაქში“ ლევან ვარშალომიძის მისვლას ხმაური მოჰყვა
- +

22 ივლისი. 2016. 16:45


აჭარის მთავრობის ყოფილ ხელმძღვანელს ლევან ვარშალომიძეს „ოცნების ქალაქში" ერთ-ერთი ადგილობრივი დაუპირისპირა.


მოქალაქე ნარგიზა დიასამიძემ ვარშალომიძეს შეუსრულებელი დაპირებები შეახსენა. როგორც ნარგიზა დიასამიძე ამბობს, დახმარების მიზნით ვარშალომიძეს რამდენიმე წლის წინ მიმართა, თუმცა ყურადღება მისთვის არავის მიუქცევია.


ხმაურის მიუხედავად, აჭარის მთავრობის ყოფილმა მეთაურმა ახალი საარჩევნო პროგრამის - სოციალური სახლების მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით ინდივიდუალური ხელეკრულებები ე.წ. ოცნების ქალაქის მცხოვრებლებთა ნაწილთან წარადგინა.


ცნობისთვის, ლევან ვარშალომიძე სახელმწიფო აუდიტის სამსახურში დაიბარეს. საქმე ეხება ლევან ვარშალომიძის მიერ ორი დღის წინ დაწყებულ კამპანიას, სადაც ის მოქალაქეებთან ინდივიდუალურ ხელშეკრულებებს აფორმებს და გამარჯვების შემთხვევაში მათ ბინის აშენებას ჰპირდება. ვარშალომიძეს აუდიტის სამსახურში ორშაბათს ელოდებიან.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner