logo_geo
eng_logo
ბათუმში სტიქიამ ქუჩებისა და ეზოების დატბორვა გამოიწვია
- +

27 ივლისი. 2021. 15:12

 

 

ბათუმში სტიქიამ ქუჩებისა და ეზოების დატბორვა გამოიწვია. საგანგებო რეჟიმში მუშაობს „ბათუმის წყალი“, რომელიც ამოტუმბვით სამუშაოებს ახორციელებს.

 

ამ დროისთვის ცხელ ხაზზე დაფიქსირებულია 100-ზე მეტი შეტყობინება.

 

სტიქიის შედეგად, გონიო-კვარიათისა და კახაბრის ადმინისტრაციულ ერთეულებში განვითარდა მეწყრული პროცესები.

 

ადგილზე იმყოფებოდნენ ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ჩიქოვანი და მუნიციპალური სერვისების სააგენტოს წარმომადგენლები.

 

ხორციელდება სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებები. დაზარალებულების მდგომარეობას შეისწავლიან და შესაბამისი დახმარება კომისიური წესით განხორციელდება.

 

წყლების დროულად გადინების მიზნით ინტენსიურად იწმინდება სანიაღვრე ჭები. უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ზღვაში გამსვლელი არხების გაწმენდა.

 

საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობს მერიის შესაბამისი სამსახურები.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner