ექსპერტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში „ტაბულას“ დამფუძნებელს თამარ ჩერგოლეიშვილს ეხმიანება, რომელმაც პროკურატურას უარი განუცხადა 5 ივლისის მასალების გადაცემაზე.
„ელფი“ თამარ ჩერგოლეიშვილი (ელფები - წვეტიანი ყურები რომ აქვთ, ისინი არიან) - ორკების პროკურატურა გვაწუხებს „ტაბულას“, მასალა მოგვეცით 5 ივლისისო. უკაცრავად, მაგრამ რას ნიშნავს ფრაზა - პროკურატურა გვაწუხებს „ტაბულას“? არ უნდა მისცეთ ის მასალა, რაც გაქვთ? რას ნიშნავს - რა მასალაც გაქვთ, ჯერ იმით დააკავეთ ხალხი, ონლაინ ყრია? ონლაინ ფილმი „ხერხიც“ „ყრია“ და ამ ფილმის გამო ბოკერია უნდა დააკავონ? ეს აღგზნებული მიმართვები რაც ნაცკლასტერს გენში გაქვთ, ცნობილია (არავინ თქვას, ჩერგო ნაცი არ არის, მიHას აგინებსო). არადა, მშვენიერი გოგონა ბრძანდები, რად გინდა იმ „კოზლაში ამოსული ბროწეულის“, ან ხოშტარიას ლექსიკა? - ორკებთან თანამშრომლობას და ბოროტმოქმედებთან კონსტრუქციულობას - ვითომ მუშაობთ, არ ვაპირებ. ნახ** არ აპირებ და ნუ აპირებ. თუ პლაგიატში არ ჩამომერთმევა, თქვენს ბოლო სიტყვას გავიმეორებ“, - წერს გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში.
ინფორმაციისთვის: ინტერნეტგამოცემა „ტაბულა“ პროკურატურასთან თანამშრომლობაზე უარს ამბობს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი წერს.
„ორკების პროკურატურა გვაწუხებს „ტაბულას“, მასალა მოგვეცით 5 ივლისისო. თქვე იდიოტებო - რა მასალაც გაქვთ, ჯერ იმით დააკავეთ ხალხი, ონლაინ ყრია. დააკავეთ მორგოშია, დააკავეთ მახარაძე - რომლებმაც „სირცხვილიას“ დარბევა დააორგანიზეს და კაცი მოკვდა შედეგად. ორკებთან თანამშრომლობას და ბოროტმოქმედებთან კონსტრუქციულობას - ვითომ მუშაობთ, არ ვაპირებ. ნახუი!“ - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი Facebook-ის გვერდზე.