„ევროპული ღირებულებების გაუკუღმართება და გაყალბებული წარმოჩენაა მათი მთავარი ამოცანა და მიზანიც! აბა, როგორ წარმოგიდგენიათ, განვითარებულ ევროპულ სახელმწიფოში, დემოკრატის სახელით, პროკურატურის და საგამოძიებო ორგანოებს არათუ თანამშრომლობაზე ეუბნებოდეს უარს, არამედ იქ უშვებდეს, სადაც ქართველმა ამომრჩეველმა, შენი ქმრის დაშლილ პარტიას მიუჩინა ადგილი“, - ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი „ტაბულას“ დამფუძნებელ თამარ ჩერგოლეიშვილს, რომელმაც პროკურატურას უარი უთხრა 5 ივლისის მასალების გადაცემაზე.
„ტაბულა“ არ თანამშრომლობს პროკურატურასთან! „დემოკრატები“, „ევროპული ღირებულებებისთვის მებრძოლები“, „ადამიანის უფლებების დამცველები“, „სიტყვის თავისუფლებისა თუ გამოხატვის უფლების თავგადაკლულები,“ პარტია „ევროპული საქართველო“ და კიდევ ვინ იცის რას სახელს არ ირქმევენ საქართველოს პოლიტიკურ ველზე მოთარეშე ადამიანები და რადიკალური ჯგუფები: ზოგს პოლიტიკოსის, ზოგს ჟურნალისტის, ზოგს მედია მენეჯერის, ზოგს პუბლიცისტის და ზოგს ღმერთმა უწყის რა მანტია თუ ნიღაბი აქ მოფარებულ-მიფარებული. რაც მთავარია, სწორედაც, რომ ევროპული ღირებულებების გაუკუღმართება და გაყალბებული წარმოჩენაა მათი მთავარი ამოცანა და მიზანიც! აბა, როგორ წარმოგიდგენიათ განვითარებულ ევროპულ სახელმწიფოში, დემოკრატის სახელით, პროკურატურის და საგამოძიებო ორგანოებს არათუ თანამშრომლობაზე ეუბნებოდეს უარს, არამედ იქ უშვებდეს, სადაც ქართველმა ამომრჩეველმა, სწორედაც მისი ქმრის დაშლილ პარტიას მიუჩინა ადგილი (სხვათა შორის, ლომის წილი სწორედ ამ ქალბატონს მიუძღვნის როგორ პარტიის დაშლაზე, ასევე, იმ ადგილზე მოხვედრაზეც!)!
P.S. ისე, ვისაც ამ სუბიექტის ქცევა, საუბარი და ლექსიკა მოგწონთ, ასეთები არ გამოგლეოდეთ ოჯახში, ზოგს რძლად, ზოგსაც შვილებად“, - წერს ლევან ნიკოლეიშვილი facebook-ზე.
ინფორმაციისთვის: ინტერნეტგამოცემა „ტაბულა“ პროკურატურასთან თანამშრომლობაზე უარს ამბობს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი წერს.
„ორკების პროკურატურა გვაწუხებს „ტაბულას“, მასალა მოგვეცით 5 ივლისისო. თქვე იდიოტებო - რა მასალაც გაქვთ, ჯერ იმით დააკავეთ ხალხი, ონლაინ ყრია. დააკავეთ მორგოშია, დააკავეთ მახარაძე - რომლებმაც „სირცხვილიას“ დარბევა დააორგანიზეს და კაცი მოკვდა შედეგად. ორკებთან თანამშრომლობას და ბოროტმოქმედებთან კონსტრუქციულობას - ვითომ მუშაობთ, არ ვაპირებ. ნახუი!“ - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი Facebook-ის გვერდზე.