საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ფოთში „ლაზიკა მედის" კლინიკაში, საზღვაო სფეროს წარმომადგენლების ვაქცინაციის პროცესს დაესწრო და კლინიკის თანამშრომლებს შეხვდა.
ნათია თურნავას განცხადებით, მნიშვნელოვანია ყველა დასაქმებული მოქალაქის ვაქცინაცია და სწორედ აცრა არის ერთადერთი გამოსავალი საბოლოოდ დამარცხდეს პანდემია.
მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში მომატებული შემთხვევების მიუხედავად არ იგეგმება „ლოქდაუნის" გამოცხადება, რადგან, მისივე თქმით, ეს ახლა მიუღებელია და მნიშვნელოვნად დააზიანებს ბიზნესის სექტორს,
ფოთში საზღვაო სფეროს წარმომადგენლების ვაქცინაცია დღეიდან დაიწყო. ცნობისთვის, ვაქცინაცია რეგიონის 12 სამედიცინო დაწესებულებაშია შესაძლებელი.