logo_geo
eng_logo
ნათია თურნავა ფოთში საზღვაო სფეროს წარმომადგენლების ვაქცინაციას დაესწრო
- +

27 ივლისი. 2021. 17:12

 

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ფოთში „ლაზიკა მედის" კლინიკაში, საზღვაო სფეროს წარმომადგენლების ვაქცინაციის პროცესს დაესწრო და კლინიკის თანამშრომლებს შეხვდა.

 

ნათია თურნავას განცხადებით, მნიშვნელოვანია ყველა დასაქმებული მოქალაქის ვაქცინაცია და სწორედ აცრა არის ერთადერთი გამოსავალი საბოლოოდ დამარცხდეს პანდემია.

 

მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში მომატებული შემთხვევების მიუხედავად არ იგეგმება „ლოქდაუნის" გამოცხადება, რადგან, მისივე თქმით, ეს ახლა მიუღებელია და მნიშვნელოვნად დააზიანებს ბიზნესის სექტორს,

 

ფოთში საზღვაო სფეროს წარმომადგენლების ვაქცინაცია დღეიდან დაიწყო. ცნობისთვის, ვაქცინაცია რეგიონის 12 სამედიცინო დაწესებულებაშია შესაძლებელი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner