„გაგიტეხავენ თავს და მერე კივით, - სიძულვილის გამო ხდებაო!“ - ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლობის ბორდის წევრი, ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„ეს მელია ნორმალურია?!
რა საძმოების ქალ წევრებზე ჭორაობ?! ვინ იყო ყველაფრის მკადრებელი?!
მიდი, აბა, გაბედე, დაასახელე! ნახავ, როგორ გაგმართავენ წელში და ვარდისფერ კურდღელსაც დაგაჭერინებენ Под цвет!
ან ლოტკინი რა შენი სახსენებელია?!
ლოტკინზე 11 წელი ვცხოვრობდი 1986-1997 წლებში, შუაღამისას ფეხითაც ხშირად ავსულვარ ზამთარ-ზაფხულ, და არ ყოფილა შემთხვევა, ვინმეს რამე ზედმეტი ეთქვა, - ყველა ლოტკინელმა იცოდა და იცის, რომ მისთვის უცნობი ადამიანი ან იმ უბნელია, ან ლოტკინელის სტუმარია! რა მძიმე დანაშაული?!
ვინა ხართ, ბიჭო, რა ხალხი ხართ?!
როგორ შეგიძლიათ ყველასთვის და ყველაფრისთვის ტალახის შესხმა?!
გაგიტეხავენ თავს და მერე კივით, - სიძულვილის გამო ხდებაო!
კი, ნამდვილად სძულხართ ხალხს! ასეთი ლაპარაკის და საქციელის, უფრო სწორედ, უსაქციელობის გამო სძულხართ!
ჯერ სად ხართ!“ - წერს ბონდო მძინარაშვილი.