„აჭარის რესპუბლიკური საავადმყოფოს ფუნქციონირებას საფრთხე არ ემუქრება და მუშობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს,“ - ამის შესახებ ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ ჩიქოვანმა „ქრონიკაში“ ჩართვისას განაცხადა.
მისი თქმით, საავადმყოფოს ნულოვანი სართული წყლით დაიტბორა, თუმცა ადგილზე შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებით დროულად იყვნენ მობილიზებული და დაწესებულების ფუნქციონირებას საფრთხე არ შექმნია.
„აჭარის რესპუბლიკური საავადმყოფოს ნულოვან სართულზე იყო წყლის შეჟონვა. ბუნებრივია, მყისიერად მოხდა რეაგირება. ადგილზე შესაბამისი ტექნიკური საშუალებები წყლის ამოსატუმბად დროულად მივიდა. რესპუბლიკური საავადმყოფოს ფუნქციონირებას საფრთხე არ ემუქრება და სამედიცინო დაწესებულება მუშობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს“, - განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა.
უხვმა ნალექმა ბათუმში პრობლემები შექმნა - ცხელ ხაზზე 100-ზე მეტი შეტყობინება შევიდა.