„საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუას ძმას, ბიძინა ესებუას ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნატრული აკობიამ მიიღო.
დაცვის მხარე გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს.
პოლიციამ ბიძინა ესებუა ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტზე 12 დეკემბერს დააკავა. მის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობდა.