პარტია „თამაზ მეჭიაური - ერთიანი საქართველოსთვის" ლიდერმა თამაზ მეჭიაურმა, რომელიც მოსკოვში საქმიანი ვიზიტით იმყოფება, „TVპირველის" ეთერში რუსეთ-საქართველოს ურთიერთობასთან დაკავშირებით ისაუბრა. მეჭიაურის განცხადებით, რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს აქვთ სურვილი, საქართველოსთან ჰქონდეთ ნორმალური ურთიერთობა.
„რუსეთში არანაირ მოლაპარაკებებზე არ ვარ ჩამოსული. უბრალოდ, რუს კოლეგებს შევხვდი, რომლებსაც უნდოდათ ჩვენი, როგორც ახლი პოლიტიკური გუნდის გაცნობა.
რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს აქვთ სურვილი, საქართველოსთან ჰქონდეთ ნორმალური ურთიერთობა, რომელიც იქნება ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული. მათ კარგად ესმით, რომ თუ საქართველო, როგორც პარტნიორი დაკარგეს, დაკარგავენ ასევე მთელ კავკასიასაც და ახლო აღმოსავლეთსაც", - განაცხადა მეჭიაურმა.
მეჭიაურმა ასევე აღნიშნა, რომ მას „ქართულ ოცნებასთან" არანაირი კავშირი არ აქვს.
„ახლანდელ„ქართული ოცნებასთან" არანაირი კონტაქტი არ მაქვს. ჩემი და ამჟამინდელი „ოცნების" ხედვები ერთმანეთთან აცდენილია", - აღნიშნა მეჭიაურმა.