„რუსეთიდან არანაირი დაფინანსება არ მომაქვს, ამიტომ დაყაჩაღებასაც ნურავინ შეეცდება",- ამ სიტყვებით უპასუხა პარტია „თამაზ მეჭიაური - ერთიანი საქართველოსთვის" ლიდერმა თამაზ მეჭიაურმა ინგა გრიგოლიას დასმულ შეკითხვას - „რუსეთში დაფინანსებისთვის ხომ არ იმყოფებით?"
მეჭიაურმა ასევე აღნიშნა, რომ თუ რუსეთში მყოფი ქართული დიასპორა მას დაფინანსებას შესთავაზებს, ამას მიესალმება.
„თუ ქართულმა დიასპორა გამოთქვამს სურვილს ჩვენი პარტიის დაფინანსებაზე, ამას მივესალმები.
დაფინანსება თუ იმ პიროვნებების მიერ იქნება შემოთავაზებული, რომლებიც არიან ჩვენი ქვეყნის პატრიოტები, სურს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა, ტერიტორიული მთლიანობა და ამისათვის მზად არიან, მატერიალური წვლილი შეიტანონ, რა თქმა უნდა, ამას მივესალმებით",- განაცხადა მეჭიაურმა.