logo_geo
eng_logo
ამირან სალუქვაძე: გაიგეს თუ არა გვამოწმებენო, ე.წ. „მთავარი არხი“ საგანგებო რეჟიმზე გადავიდა - რატომ ეშინიათ?
- +

27 ივლისი. 2021. 22:52

 

 

„რა პანიკა ატეხეს ე.წ. მთავარ არხზე?! - გაიგეს თუ არა გვამოწმებენო, ე.წ. მთავარი არხი საგანგებო რეჟიმზე გადავიდა“, - ამის შესახებ ანალტიკოსი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს.

 

„რა პანიკა ატეხეს ე.წ. მთავარ არხზე?!

თურმე:

  1. არა ტელევიზიას, არამედ ტელევიზიასთან დაკავშირებულ სარეკლამო კომპანიას ამოწმებენ.
  2. სხვა ტელევიზიებთან დაკავშირებულ სარეკლამო კომპანიებსაც ამოწმებენ.

თუმცა, ტელევიზიაც რომ შეამოწმონ, რა პრობლემაა, ან რატომ ეშინიათ, თუ ყველაზე მედასავლეთეები არიან, ყველაფერი ხომ გამჭვირვალედ და სუფთად ექნებათ?!

გაიგეს თუ არა გვამოწმებენო, ე.წ. მთავარი არხი საგანგებო რეჟიმზე გადავიდა.

ისე, მთავარი არხი ისაა, რომელსაც მეტი რეიტინგი აქვს და არა ვინც დაირქმევს. ჩაამატეთ სიტყვა "ოპოზიციური" და გამოვა "მთავარი ოპოზიციური არხი", შემოკლებით "ᲛᲝᲐ", თორემ ხომ ხედავთ ხალხმა "გლავკანალი" შეგარქვათ?! რეიტინგში მეორე ადგილსაც ვეღარ ქაჩავთ და "მოა" უფრო შეგეფერებათ“, - აღნიშნავს სალუქვაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner