„რა პანიკა ატეხეს ე.წ. მთავარ არხზე?! - გაიგეს თუ არა გვამოწმებენო, ე.წ. მთავარი არხი საგანგებო რეჟიმზე გადავიდა“, - ამის შესახებ ანალტიკოსი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს.
„რა პანიკა ატეხეს ე.წ. მთავარ არხზე?!
თურმე:
თუმცა, ტელევიზიაც რომ შეამოწმონ, რა პრობლემაა, ან რატომ ეშინიათ, თუ ყველაზე მედასავლეთეები არიან, ყველაფერი ხომ გამჭვირვალედ და სუფთად ექნებათ?!
გაიგეს თუ არა გვამოწმებენო, ე.წ. მთავარი არხი საგანგებო რეჟიმზე გადავიდა.
ისე, მთავარი არხი ისაა, რომელსაც მეტი რეიტინგი აქვს და არა ვინც დაირქმევს. ჩაამატეთ სიტყვა "ოპოზიციური" და გამოვა "მთავარი ოპოზიციური არხი", შემოკლებით "ᲛᲝᲐ", თორემ ხომ ხედავთ ხალხმა "გლავკანალი" შეგარქვათ?! რეიტინგში მეორე ადგილსაც ვეღარ ქაჩავთ და "მოა" უფრო შეგეფერებათ“, - აღნიშნავს სალუქვაძე.