logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: გაყალბებული არჩევნები - ეს იყო პროექტი, რომლითაც ქვეყანა უნდა ამოეტრიალებინათ
- +

27 ივლისი. 2021. 23:44

 

 

„გაყალბებული არჩევნები - ეს იყო პროექტი, რომელსაც ოპოზიციის გეგმით ეს ქვეყანა უნდა ამოეტრიალებინა და მათთვის წარმატებით უნდა დასრულებულიყო. მას შემდეგ რაც მიხვდნენ რომ ეს პროექტი ჩავარდა, არც კომისიის მუშაობაში მიიღეს მონაწილეობა და საერთოდ დაივიწყეს, იმიტომ რომ ეს იყო მათი წარუმატებელი ცრუ პროექტი“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.

 

„რომ არა ჩვენი ყველა დეტალზე ჩაჭიდებული არგუმენტები და ფაქტები, ეს ადამიანები მიზანს მიაღწევდნენ, რომ არა გივი მიქანაძის და კომისიის სხვა წევრების დეტალური გამოძიება, ჩვენ დღეს საბოლოოდ თამამად ვერ ვიტყოდით, რომ არათუ გაყალბდა, ერთ-ერთი ძალიან კარგად ჩატარებული არჩევნები იყო, სადაც აისახა ამომრჩევლის ნება. საბოლოო ჯამში საქართველოში კიდევ ერთხელ იყო ნაცმოძრაობის მცდელობა, მოეტყუებინათ ქართული საზოგადოება, გამოეწვიათ ამით აღშფოთება, ასეთი პროექტი დადეს, მაგრამ ვერ განახორციელეს, იმიტომ რომ სიმართლე არ იყო მათ მხარეს. სიმართლე რომ იყოს მათ მხარეს, ქართველი ხალხიც მათ მხარეს იქნებოდა, უბრალოდ ისინი იტყუებიან და ქართველი ხალხი თავს არ იტყუებს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner