ოდესის ცენტრში ძველი შენობა ჩამოინგრა, რომელიც „მასონების სახლის" სახელით არის ცნობილი. შენობა ავარიულ მდგომარეობაში იმყოფებოდა. გასულ წელს იგი ცნობილმა ბიზნესმენმა რუსლან ტარპანმა შეისყიდა.
„მასონების სახლი" 1887-92 წლებში ედუარდ მესნერის პროექტის მიხედვით ააგო არქიტექტორმა ალექსანდრ ბერნარდაციმ რუსეთის ტექნიკური საზოგადოების ოდესის ფილიალისთვის. შენობა „აგურის სტილში" იყო აგებული, ანუ გამოყენებული იყო სხვადასხვა ფორმისა და ფერის აგური. ხალხმა შენობას „მასონების სახლი" უწოდა დეკორის გამო, რომელიც წააგავდა მასონურ სიმბოლოებს - ჩაქუჩსა და ფარგალს.