logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: საზოგადოებამ უნდა იცოდეს სიმართლე 2020 წლის არჩევნების შესახებ
- +

28 ივლისი. 2021. 00:49

 

 

„მნიშვნელოვანია, რომ დეტალურად შეფასებულიყო ის ყველაფერი, რაც უკავშირდება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს. საზოგადოებამ უნდა იცოდეს სიმართლე ამ არჩევნების შესახებ. ეს იყო ჩვენთვის ღირსებისა და პრესტიჟის საკითხი“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

 

„პროცესს, რომელიც წარიმართა პარლამენტში, აქვს რამდენიმე მნიშვნელოვანი ასპექტი. პირველი - მნიშვნელოვანია, რომ დეტალურად შეფასებულიყო ის ყველაფერი, რაც უკავშირდება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს. საზოგადოებამ უნდა იცოდეს სიმართლე ამ არჩევნების შესახებ. ეს იყო ჩვენთვის ღირსებისა და პრესტიჟის საკითხი. მეორე არის პრევენცია. ბუნებრივია, ნებისმიერ დროს, მით უმეტეს, როდესაც წარმატებულია ასეთი საბოტაჟი, მომავალშიც შეიძლება არსებობდეს რისკი, რომ ამ გამოცდილებაზე დაყრდნობით განმეორდეს საბოტაჟი საქართველოს ხელისუფლების, დემოკრატიული ინსტიტუტების წინააღმდეგ. ამიტომ, შეფასებასთან ერთად ჩვენი ამოცანაა მომავალში იმის პრევენცია, რაც ოპოზიციის რადიკალურმა ნაწილმა განახორციელა - საბოტაჟი დემოკრატიული ინსტიტუტების წინააღმდეგ“, -აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner