logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: ჩვენი ოპონენტები საფუძველს იმზადებენ იმისთვის, რომ 2 ოქტომბრის არჩევნებზე გარკვეული დესტრუქცია ჰქონდეთ
- +

28 ივლისი. 2021. 01:09

 

 

„სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ჩვენი ოპონენტები საფუძველს იმზადებენ იმისთვის, რომ 2 ოქტომბრის არჩევნებზე გარკვეული დესტრუქცია ჰქონდეთ“, - ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა „იმედის ფაქტორში“ განაცხადა.

 

უმრავლესობის წევრის თქმით, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ერთ-ერთი რეკომენდაციაა, ცესკომ მოამზადოს კომისიის წევრები.

 

„საუბარია, 10 ათასობით საარჩევნო კომისიის წევრზე, რომელიც ჩართულია პროცესში და ცოტა ხნით ადრე ხდება მათი დანიშვნა. ამდენად, რთულია ამ რაოდენობის ადამიანი იყოს მაღალკვალიფიციური“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

 

მისივე თქმით, მით უფრო, რომ პანდემიის პირობებში ამის გაკეთება რთულია. პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ გასულ წელს, საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე მათ ამ მიზეზის გამო სასწრაფოდ 200-მდე კომისიის წევრის შეცვლა მოუწიათ.

 

მისივე თქმით, ასევე ამ მომენტისთვის ერთ-ერთ გამოწვევას წარმოადგენს ცესკოს შემადგენლობის დროული დაკომპლექტება. კერძოდ, მათ ცესკოს თავმჯდომარე და ორი წევრი უნდა აირჩიონ.

 

„არის რისკი იმისა, რომ ხდება მომზადება გარკვეული საბაბის, თუკი 2 ოქტომბრის შემდეგ კიდევ იქნება სურვილი დეზინფორმაციული კამპანია აგორდეს, შემდეგ თქვან, რომ ამ კანდიდატებიდან ჩვენ არცერთს მხარს არ ვუჭერდით. ამიტომ, ჩვენს ნდობას თავიდანვე არ იმსახურებდნენ. ამდენად, აქედანვე მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ ამას ყურადღება მიაქციოს. იმ პროცედურით, რომელიც სარჩევნო რეფორმის პროცესში შევათანხმეთ, არის წარმოდგენილი კანდიდატები. რაც მთავარია, ამ კანდიდატების მიმართ არანაირი შენიშვნა არ აქვთ, მათი პროფესიონალიზმისა და გამოცდილების მიმართ და ერთადერთი მიზეზი აქვთ, რომ ისინი საარჩევნო ადმინისტრაციაში მუშაობდნენ, რაც ზოგადად, საჯარო მოხელეების სტიგმატიზაციაა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner