logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: ყველაზე სასურველი იქნებოდა, რომ ყველანი ერთად ვმსხდარიყავით ამ კომისიაში, მაგრამ ოპოზიციის რადიკალურმა ფრთამ ამას თავი აარიდა
- +

28 ივლისი. 2021. 01:41

 

 

„რა თქმა უნდა, სასურველი იქნებოდა ჩვენთვის, რომ ოპოზიცია ჩართულიყო საგამოძიებო კომისიის მუშაობაში“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „იმედის ფაქტორში“ განაცხადა. მისი თქმით, ამ კომისიის შექმნაზე საუბრები გასული წლის ბოლოს დაიწყო, თუმცა საერთაშორისო პარტნიორებმა მმართველ გუნდს სთხოვეს დოკუმენტის ხელმოწერამდე დაეცადა, რათა კომისიის მუშაობაში ოპოზიციაც ჩართულიყო.

 

„ჩვენ დიდი ხანი ვიცდიდით, არ ვაყალიბებდით კომისიის შემადგენლობას, ვიდრე ხელი არ მოვაწერეთ 19 აპრილს მიშელის დოკუმენტს და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყო საუბარი შემადგენლობის ჩამოყალიბებაზე. ეს იყო საერთაშორისო პარტნიორების მოლოდინი, როგორც ეს ჩანდა მათი თხოვნიდან, რომ გაგვეხანგრძლივებინა შემადგენლობის ჩამოყალიბება. ეს იყო საერთაშორისო პარტნიორებს მოლოდინი, თუმცა ოპოზიციამ ამ შემთხვევაშიც არავის და არაფერს გაუწია ანგარიში, მათ შორის არც საერთაშორისო პარტნიორებს და არ შემოვიდნენ დროებით საგამოძიებო კომისიაში.

 

რა თქმა უნდა, ყველაზე სასურველი იქნებოდა, რომ ყველა ერთად ვმსხდარიყავით ამ კომისიაში და ერთად გვემსჯელა ყველა პუნქტთან დაკავშირებით. მაგრამ ოპოზიციის რადიკალურმა ფრთამ ამას თავი აარიდა ერთი მარტივი მიზეზით - მათ რეალურად არაფერი აქვთ სათქმელი“, - აღნიშნა კობახიძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner