„მოვითხოვოთ კანონის მიღება, რითაც შეჩერდება ის საშინელება რაც იღვრება ე.წ. ოპოტელევიზიებიდან და ამ რძეშეუშრობელი ბავშვების პირებიდან!“, - ამის შესახებ ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.
„რასაც დღეს სჩადიან ეს მამაძაღლნი: მიშა, გვარამია, ბოკერია და იდეურად მოსასპობნი: მელია, ხატია, ... და და-ძმანი მათნი, ეს არ ჩაუდენია საქართველოში არცერთ დამპყრობელს!
ამ გადაგვარებულებმა, საქართველოს სიძულვილით აღზარდეს საქართველოს მოქალაქეთა ბავშვების ერთი ნაწილი!
მისცეს მერე მიკროფონები ხელში, დაუდეს საზიზღარი დავალებები და ეს უმწიფრებიც თესავენ სიძულვილს ამ ერთ ციდა ერსა და ქვეყანაში!
ხალხნო ამოვიღოთ ხმა თორემ სიძულვილი წალეკავს ყველას და ყველაფერს!
მოვითხოვოთ კანონის მიღება, რითაც შეჩერდება ის საშინელება რაც იღვრება ე.წ. ოპოტელევიზიებიდან და ამ რძეშეუშრობელი ბავშვების პირებიდან!
გავფრთხილდეთ, ეს ჟურნალისტიკა კი არა საშინელება და დაღუპვა-დაქცევაა!
ნელ-ნელა ვიძირებით სიძულვილის უკიდეგანო მორევში!
ამ გაიძვერებს სძულთ და აძულებენ მომავალი თაობის ნაწილს სამ უმთავრესს: "მამულს, ენას, სარწმუნოებას"!
რას ველოდებით, ან ვის ველოდებით?
რომელი გადამთიელი გააკეთებდა იმას, რასაც ესენი სჩადიან თავისუფალი სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების სახელით!
მთავარი მომავალი არ დავკარგოთ! გახსოვდეთ, გამანქურთებულმა კონსტატინემ მამა და ძმა საკუთარი ხელით დახოცა!
ფრთხილად საქართველოს მოქალაქენო!
მტერი კარიბჭესთანაა!“, - წერს გვენეტაძე.