logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე: როგორღა მოხდება სააკაშვილის ურეიტინგო ფლანგის ფიასკოს გამართლება, თუ არა საარჩევნო პროცესის მორიგი დისკრედიტაციის მცდელობით?
- +

28 ივლისი. 2021. 03:02

 

 

„ეკა გიგაური ჩამოყალიბებული ოპოზიციური პოლიტიკური აქტორია, რომელსაც არაფერი ესაქმება არასამთავრობო სექტორში“, - ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.

 

„"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო", რომელიც სამოქალაქო სექტორში "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ რუპორად დამკვირდა, ცესკოს ახალი თავმჯდომარის ხუთი წლით არჩევის ჩავარდნას მხოლოდ მმართველ პარტიას აბრალებს. ამ NGO-ს სუბიექტური შეფასებით,  კონსენსუსი თურმე მხოლოდ ხელისუფლების ამოცანაა.

ხსენებული არასამთავრობო ორგანიზაცია "ვერ ამჩნევს" ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატზე მსჯელობისას, ნაცოპოზიციამ თქვა: გიორგი კალანდარიშვილი კვალიფიციური და გამოცდილი კანდიდატია, შეესაბამება ყველა არსებულ კრიტერიუმს, მაგრამ მაინც არ დაუჭერს მხარს. მიზეზები ხომ ყველასათვის გასაგებია - როგორღა მოხდება სააკაშვილის ურეიტინგო ფლანგის ფიასკოს გამართლება თუ არა საარჩევნო პროცესის მორიგი დისკრედიტაციის მცდელობით?

ფსევდო-ნეიტრალური "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ხელმძღვანელი ეკა გიგაური არაერთხელ გვინახავს სააკაშვილის ჯიბის ტელეარხებზე, სადაც ერთი ერთში იმეორებს "ნაციონალური მოძრაობის" დესტრუქციულ პოლიტიკურ გზავნილებს. ქალბატონი გიგაური საპროტესტო აქციებზეც გამოსულა და შეკრებილთ მოუწოდა ამ ხელისუფლების დასრულება. ყველაზე მეტად საზოგადოებას თავი დაამახსოვრა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ტირაჟირებული ტყუილით ე.წ. ყალბი პასპორტების დაბეჭდვის შესახებ.

ეკა გიგაური ჩამოყალიბებული ოპოზიციური პოლიტიკური აქტორია, რომელსაც არაფერი ესაქმება არასამთავრობო სექტორში. კეთილი ინებოს და მიბაძოს "სირცხვილიას" ზოგიერთ აქტივისტს და დე იურედ გადაბარგდეს სააკაშვილისადმი მორჩილ რომელიმე პოლიტიკურ პარტიაში.

საკუთარი ვიწრო ნაჭუჭის/'ბაბლის' მიღმა არავისთვისაა დამაჯერებელი, რომ ეკა გიგაური და მისი თანამოაზრენი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები არიან. გვინახავს მსგავსი "პოლიტიკური ეტიუდებიც", მაგალითად, როცა "დამოუკიდებელი ანალიტიკოსი" ბათუ ქუთელია "ნაციონალური მოძრაობის" ლობისტურ ხელშეკრულებას აწერდა ხელს აშშ-ში“, - წერს ანალიტიკოსი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner