პარტია „თამაზ მეჭიაური - ერთიანი საქართველოსთვის" წევრი სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში დავით უსუფაშვილზე სტატუსს აქვეყნებს:
„სოროსის ფული - ეროვნულები.
ეს ბრძოლა იქნება საბურთალოს საარჩევნო ოლქში. სულგაყიდული დავით უსუფაშვილი სოროსისგან დაფინანსებული კამპანიით აპირებს ეროვნული ძალის დამარცხებას. მე მივიღე ეს გამოწვევა და მიუხედავად იმისა, რომ მატერიალურ სიმდიდრეში ახლოსაც ვერ მივალ სატანის მოციქულებთან, ვფიქრობ, რომ ქართველი ერი ბევრად მაღლა დგას მატერიალურ სიმდიდრეზე და პირწმინდად დავამარცხებთ შავბნელ ძალას სოროს-რესპუბლიკელების სახით.
საბურთალოს საარჩევნო ოლქში ჩემი კანდიდატურის დაყენებით ძლიერ დაშინებულან უსუფაშვილი და მისი მეგობარი ქართველთმოძულეები. ხმების გაყოფის მიზნით „ოცნებიდან" ისეთი კანდიდატურის დაყენებას ლობირებენ, რომელიც ჩემი ახლობელი იქნება და ჩემთან ასოცირებული.
ილუზია აქვთ, რომ ამ ფონზე უსუფაშვილი გაძვრება.დაგიძველდათ მეთოდები „ინაურის ბიჭებო", თქვენ ნოკაუტი გელით!!!
P.S. ამხელა „ფილარმონია კაცი" პარლამენტის თავმჯდომარე და თავდაცვის მინისტრი მეუღლე ჩემით რომ ასე შეშინდებით, რუსის ტანკები რომ დაინახოთ, წარმომიდგენია, რა დღეში ჩავარდებით!!!! მეცოდება ჩემი ქვეყანა ამათ ხელში!!!" - სოციალურ ქსელში წერს ბრეგაძე.