logo_geo
eng_logo
აშშ-ის საელჩო: კელი დეგნანმა საქართველოს ეროვნული პარკების სისტემის განვითარებაში აშშ-ის მთავრობის უწყვეტი მხარდაჭერა აღუთქვა
- +

28 ივლისი. 2021. 10:30

 

 

საქართველოში აშშ-ის საელჩო საქართველოს მოქალაქეებს ქვეყნის ოთხი დაცული ტერიტორიისთვის იუნესკო-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსის მინიჭებას ულოცავს.

 

როგორც საელჩოს ინფორმაციაშია აღნიშნული, ელჩმა, კელი დეგნანმა, ცოტა ხნის წინ კოლხეთის ეროვნული პარკი მოინახულა.

 

„გილოცავთ UNESCO-ს მიერ საქართველოს ეროვნული პარკების აღიარებას!

 

ცოტა ხნის წინ ელჩმა დეგნანმა ამ საგანძურიდან ერთ-ერთი, კოლხეთის განმაცვიფრებელი ეროვნული პარკი მოინახულა და საქართველოს ეროვნული პარკების სისტემის განვითარებაში აშშ-ის მთავრობის უწყვეტი მხარდაჭერა აღუთქვა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner