logo_geo
eng_logo
სიდნეიში ლოკდაუნი ოთხი კვირით გაახანგრძლივეს
- +

28 ივლისი. 2021. 10:31

 

 

ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში ლოკდაუნი ოთხი კვირით გაახანგრძლივეს. ამასთან, მედიის ცნობით, ხელისუფლებამ რეგულაციების დაცვის მონიტორინგის გამკაცრების შესახებ განაცხადა.

 

კერძოდ, ლოკდაუნი, რა დროსაც ხუთ-მილიონიან ქალაქსა და მის მიმდებარედ მცხოვრებლები სახლებში უნდა დარჩნენ, 28 აგვისტომდე გახანგრძლივდა.

 

ახალი სამხრეთ უელსის შტატში, რომლის ცენტრის სიდნეია, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 177 შემთხვევა გამოვლინდა.

 

შტატის პრემიერ-მინისტრმა, გლედის ბერეჯიკლიანმა მოქალაქეებს მოუწოდა, რეგულაციების დარღვევის შესახებ პოლიციას აცნობონ. როგორც პრემიერმა სატელევიზიო მიმართვისას განაცხადა, ერთ-ერთ დაკრძალვის ცერემონიის შედეგად, რომელსაც კოვიდრეგულაციების დარღვევით 50 ადამიანი ესწრებოდა, ინფიცირების 45 შემთხვევა გამოვლინდა.

 

ავსტრალიაში კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი პანდემიის განმავლობაში შედარებით დაბალი იყო. სულ ქვეყანაში რეგისტრირებულია „კოვიდ-19“-ის 33 200-ზე მეტი შემთხვევა, გარდაიცვალა 921 ადამიანი. ავსტრალიის მოსახლეობა დაახლოებით 25 მილიონს შეადგენს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner