logo_geo
eng_logo
სომხეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებები საზღვარზე სროლის შესახებ აცხადებენ
- +

28 ივლისი. 2021. 10:32

 

 

როგორც აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, ქელბაჯარის რაიონში აზერბაიჯანის არმიის პოზიციების მისამართით ინტენსიური ცეცხლი გახსნეს, რის შედეგადაც ორი სამხედრო დაშავდა.

 

„ჩვენ კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, სომხეთს ეკისრება სრული პასუხისმგებლობა ორ ქვეყანას შორის სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ დაძაბულობის ესკალაციაზე“, – ნათქვამია აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების განცხადებაში.

 

თავის მხრივ, სომხეთის თავდაცვის სამინისტრო ვითარების გამწვავებაზე პასუხისმგებლობას აზერბაიჯანის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას აკისრებს. სომხეთის თავდაცვის უწყების განცხადებით, 28 ივლისს, გამთენიისას აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა სომხეთის პოზიციებზე თავდასხმა სცადეს. სომხური მხარის ცნობით, შეტაკებები რამდენიმე საათს გრძელდებოდა. როგორც სომხეთის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, ორივე მხარეს არის დანაკარგი.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner