logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე „მთავარი არხის“ ხელმძღვანელობის განცხადებაზე: ეს არის სიცრუის მინი კამპანია
- +

28 ივლისი. 2021. 10:40

 

 

ტყუილს და სიცრუის მინი კამპანიას უწოდებს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე „მთავარი არხის“ ხელმძღვანელობის განცხადებას, თითქოს არხზე საგადასახადო სამსახური შევიდა.

 

როგორც მამუკა მდინარაძემ „ღამის კურიერში“ განაცხადა, აღმოჩნდა, რომ პროგრამაში ამოვარდა ერთ-ერთი კომპანია, რომელიც ემსახურება და ახორციელებს „მთავარი არხის“ და არა მარტო მისი გაყიდვების მენეჯმენტს.

 

„ტყუილია, თავიდან მეც მეგონა რომ „მთავარში" შევიდა საგადასახადო და ვიკითხე რა ხდებოდა. აღმოჩნდა, პროგრამა რომ აგდებს კომპანიებს, ამოვარდა ერთ-ერთი კომპანია, რომელიც ემსახურება და ახორციელებს მთავარის და არა მარტო მისი გაყიდვების მენეჯმენტს, ისევე, როგორც სხვა კომპანიებში გაიგზავნა წერილი. ეს არის სიცრუის მინი კამპანია, გაყალბებული არჩევნები იყო დიდი პროექტი, რომელსაც რევოლუცია უნდა მოეხდინა, ამ დღებში ძალიან სამწუხარო ფაქტის გამოყენებით სხვა პროექტი დაიწყო და მიხვდნენ, რომ მთლად ისე არ არის საქმე. წამოიდგინეთ რას იყენებენ. მართლა სწორად მივდივართ, თორემ ამ პირობებში ფეხი რომ წამოკრა რაღაცას, იმასაც არ გპატიობენ. წინა დღეებში ნახეთ, კაცმა, რომელმაც წინა არჩევნების დროს ბილბორდები გააკრა - არა ნაცებს, არა ძალადობას, იგივე სტილში გამოაკრა პლაკატები და რადგან კახა კალაძე ახალი დასახელებული მერია, პირდაპირ მიიტანეს იერიში. ბათუმში რომ ფეხი წამოკრას ვიღაცამ, იმასაც კახა კალაძეს დააბრალებენ. ამ დონის კამპანიის პასუხებზე ვართ გადასული, რაც ძალიან სამწუხაროა. ამ ქვეყანას ეს კი არ სჭირდება, ამ რთულ პერიოდში, როცა მთელი მსოფლიო პანდემიას ებრძვის, ადამიანები იღუპებიან, ამაზე ვართ გადართულები და პარალელურად, ამ ცრუ კამპანიების პასუხებით ვართ დაკავებული. მე მგონია, რომ ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს, ხვალინდელ დღეს, ამ ქვეყნის იდენტობას, ტრადიციებს ეს ცრუ კამპანიები არ სჭირდება, ისეთივე ცრუ კამპანია არ სჭირდება, როგორიც იყო გაყალბებული არჩევნები და ამას წერტილი დაესვა გუშინ. მადლობა იმ ადამიანებს, რომლებმაც უდიდესი სამუშაო შეასრულეს. ბედავენ იმდენს, რამდენსაც აბედინებს მათი ამომრჩეველი და დასკვნები ალბათ უფრო სწორი უნდა გამოვიტანოთ,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner