ერთ-ერთი ყველაზე ლამაზ მსახიობ ქალად აღიარებული ლეილა ყიფიანი 1947 წლის 16 ივლისს, ლანჩხუთში დაიბადა. 1971 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა, თუმცა კინოში გადაღება 1965 წლიდან დაიწყო.
გადაღებულია ფილმებში „ფანჯარა" - (1965 წელი), „მე ვხედავ მზეს" (1965 წელი), „ლონდრე" (1966 წელი), „მოლოდინი" (1969 წელი), „სინათლე ჩვენს ფანჯრებში" (1969 წელი), „ღიმილის ბიჭები" (1969 წელი), „აკაციის ყვავილობა" (1974 წელი) და ა.შ.
სწორედ, „ღიმილის ბიჭების" გადასაღებ მოედანზე გაიცნო ლეილა ყიფიანმა ცხოვრების მეგზური. ნუგზარ ბაგრატიონი ცნობილი პოეტის პეტრე გრუზინსკის ვაჟი გახლდათ. პროფესიით მსახიობისთვის „ჭკუისკოლოფა" ყველაზე პოპულარულ როლად იქცა.
წყვილი 1971 წელს დაქორწინდა. ჯვარი სვეტიცხოვლის ტაძარში დაიწერეს.
ნუგზარ ბაგრატიონსა და ლეილა ყიფიანს ორი შვილი ჰყავთ - ბატონიშვილები ანა და მაია და ოთხი შვილიშვილი. მათ შორის ერთ-ერთი, ბატონიშვილი გიორგი საქართველოს მომავალ მეფედ მოიაზრება.