საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 20 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 5 751-ს შეადგენს.
ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 3 141 პირს დაუდასტურდა, 1 509 პაციენტი გამოჯანმრთელდა.