logo_geo
eng_logo
ლენტეხი-მესტიის დამაკავშირებელ გზაზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა
- +

28 ივლისი. 2021. 11:31

 

 

ლენტეხი-მესტიის დამაკავშირებელ გზაზე, სადაც სტიქიის შედეგად ადიდებულმა მდინარე ცხენისწყალმა ცენტრალური საავტომობილო გზა გუშინ გამთენიისას წაიღო, მოძრაობა აღდგა.

 

ამის შესახებ საქართველოს პირველ არხთან რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულმა განაცხადა.

 

პაპუნა მარგველიძის ინფორმაციით, სამუშაოები გაგრძელდება.

 

რაც შეეხება გარესამყაროს მოწყვეტილ სამ სოფელს, დურაში, ტვიბი და საყდარი, მათთან დაკავშირება უკვე ხდება, თუმცა მისასვლელ გზაზე მიმდინარეობს სამუშაოები.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner