logo_geo
eng_logo
პარლამენტის ნდობის ჯგუფის სხდომაზე კიბერუსაფრთხოების საკითხებზე იმსჯელეს
- +

28 ივლისი. 2021. 11:33

 

 

ნდობის ჯგუფის სხდომაზე კიბერუსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება და გამოწვევები განიხილეს. სხდომაზე ნდობის ჯგუფის წევრებმა, აშშ-ის სამხედრო ატაშესთან და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების და დიდი ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენლებთან ერთად, კიბერუსაფრთხოების სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის მექანიზმებსა და მათი დანერგვის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

 

„ნდობის ჯგუფის სხდომაზე ჩვენს ამერიკელ და ბრიტანელ სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად კიბერუსაფრთხოების სფეროში არსებული გამოწვევები და ის ნაბიჯები განვიხილეთ, რომელსაც როგორც ჩვენი ეროვნული რესურსით, ასევე საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით ვახორციელებთ. შეხვედრაზე აღნიშნულ სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის მექანიზმებზეც ვიმსჯელეთ. უნდა აღინიშნოს, რომ ძალიან ღირებული და მნიშვნელოვანია ის მხარდაჭერა, რომელსაც ამერიკელი და ბრიტანელი პარტნიორები ჩვენი ქვეყნის კიბერ უსაფრთხოების მიმართულებით ახორციელებენ“, - განაცხადა ნდობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner