logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანი: გვექნება ლაბორატორია, სადაც შესაძლებელია ახალგაზრდა სპორტსმენებისთვის გენეტიკური ანალიზის ჩატარება, რათა ჩემნაირ ადამიანს არ ეგონოს, რომ კარგი კალათბურთელი გამოვა
- +

28 ივლისი. 2021. 12:04

 

 

„10 წლის თავზე საქართველოში თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ლაბორატორია იმუშავებს, სადაც სპორტსმენები გენეტიკური ანალიზისა და სხვა ტიპის გამოკვლევებს ჩაიტარებენ, რაც მათ კარიერის სწორად დაგეგმვის საშუალებას მისცემს“,- ამის შესახებ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა უწყების განვითარების 10-წლიანი გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა.

 

„სამედიცინო ცენტრების ბაზაზე 10 წლის თავზე ფუნქციონირებს ის, რაც არ გვაქვს ქვეყანაში - ეს გახლავთ თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ლაბორატორია, სადაც შესაძლებელია ახალგაზრდა სპორტსმენებისთვის ე.წ. გენეტიკური ანალიზის, კუნთის ქსოვილის შესწავლა და სხვა ტიპის გამოკვლევების ჩატარება, რათა მათ სწორად დაგეგმონ თავიანთი სპორტული კარიერა და მაგალითისთვის, ჩემნაირ ადამიანს არ ეგონოს, რომ კარგი კალათბურთელი გამოვა“, - განაცხადა მინისტრმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner