გვიან ღამით ძლიერმა ქარმა თელავსა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში მრავალწლიანი ხეები მოგლიჯა.
დროებით შეზღუდული იყო საავტომობილო მოძრაობა, თუმცა შესაბამისი სამსახურების მიერ დროულად მოხდა გზის გაწმენდა.
ლაგოდეხში, თავისუფლების ქუჩაზე ძლიერმა ქარმა ორი ხე წააქცია. შედეგად, დაზიანდა იქვე მდგომი ავტომობილები, თუმცა შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
სტიქიამ დააზიანა ელექტროგამტარი კაბელები, რის გამოც ადგილზე ამ წუთებშიც „ენერგოპროჯორჯიას“ ტექნიკური სამსახური მუშაობს. ქალაქის გარკვეულ ნაწილს ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება.