logo_geo
eng_logo
ეკატერინე ტიკარაძე გეგმური ოპერაციების შეჩერებაზე: ვაკეთებთ იმიტომ, რომ არ იყოს ცდუნება ჩაატარონ ოპერაციები, რომელიც მათ სურთ და არ იყოს უარი ქვეყნის საჭიროებებზე
- +

28 ივლისი. 2021. 12:08

 

 

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, ქვეყნის მასშტაბით გეგმური ოპერაციების შეჩერებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.

 

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მსგავსი დადგენილება ჯანდაცვის სამინისტრომ კორონავირუსის მეორე ტალღის პერიოდშიც გამოსცა.

 

„ამ დროს მნიშვნელოვანია საწოლფონდი მობილიზებული იყოს პანდემიაში ჩასართავად და შესაბამისად, რომ არ იყოს ცდუნება, ჩვენ ამას ვაკეთებთ უკვე. ვაკეთებთ იმიტომ, რომ არ იყოს ცდუნება ჩაატარონ ოპერაციები, რომელიც მათ სურთ და არ იყოს უარი ქვეყნის საჭიროებებზე“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner