ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლის, არჩილ ჩიქოვანის ხელმძღვანელობით მერიაში თათბირი გაიმართა. შეხვედრაზე სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების შესახებ იმსჯელეს.
,,დროის მცირე მონაკვეთში მოსულმა უხვმა ნალექმა ბათუმის რამდენიმე ქუჩაზე გარკვეული პრობლემები შექმნა. ძირითად ეს იყო ის მონაკვეთები, სადაც სანიაღვრე სისტემების რეაბილიტაცია ჯერ არ არის დასრულებული. გარკვეულ ლოკაციებზე განვითრდა მეწყრული პროცესები. დაფიქსირდა რამდენიმე ხის წაქცევის შემთხვევა. მოქალაქეების მხრიდან ცხელ ხაზზე 150-ზე მეტი ზარი შემოვიდა. მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ თანამშრომელს, რომელიც უწყვეტ რეჟიმში იყო ჩართული სალიკვიდაციო სამუშაოებში. რაც შეეხება სხვა სახის ღონისძიებებს, მიმდინარეობს ზარალის აღწერა. სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად დაწყებულია შესაბამისი სამუშაოები. უკვე ხორციელდება ქვაფენილიანი ქუჩების აღდგენითი ღონისძიებები. დაზარალებული მოქალაქეების მდგომარეობას კომისია შეისწავლის. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოკვლევა და არცერთი დაზარალებული არ დაგვრჩება ყურადღების მიღმა“, - არჩილ ჩიქოვანი.