logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ ბასილაშვილი ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებს გამოეთიშა
- +

28 ივლისი. 2021. 12:10

 

 

 

ნიკოლოზ ბასილაშვილი ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებს გამოეთიშა. ქართველი ჩოგბურთელი ოლიმპიადის 1/8-ფინალში გერმანელ ალექსანდრ ზვერევთან (5), ორ სეტში - 4:6, 6:7 დამარცხდა.

 

ტურნირის პირველ წრეში ბასილაშვილმა ესპანელი რობერტო კარაბლეს ბაენა დაამარცხა, მეორე წრეში კი ასპარეზობას იტალიის წარმომადგენელი ლორენცო სონეგო გამოთიშა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner