ნიკოლოზ ბასილაშვილი ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებს გამოეთიშა. ქართველი ჩოგბურთელი ოლიმპიადის 1/8-ფინალში გერმანელ ალექსანდრ ზვერევთან (5), ორ სეტში - 4:6, 6:7 დამარცხდა.
ტურნირის პირველ წრეში ბასილაშვილმა ესპანელი რობერტო კარაბლეს ბაენა დაამარცხა, მეორე წრეში კი ასპარეზობას იტალიის წარმომადგენელი ლორენცო სონეგო გამოთიშა.