logo_geo
eng_logo
23 ივლისს პროექტი „მუზეუმი სტუმრად მუზეუმში“ დაიწყება
- +

22 ივლისი. 2016. 18:09



საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმის ინიციატივით, იწყება პროექტი მუზეუმი  სტუმრად მუზეუმში".


ორი მუზეუმის ისტორია" - ამ ექსპოზიციით, 23 ივლისს, 18:00 საათზე, ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმი ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს ეწვევა; ადგილზე გაიმართება როგორც პროექტის პრეზენტაცია, ასევე ჩატარდება  ლექცია ღია ცის ქვეშ  თემაზე ფაიფურის წარმოების ისტორია - რომანოვებისა და გოკიელის ფაიფურის მაგალითზე".


ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმს ორი დღის განმავლობაში უმასპინძლებს.


22-24 ივლისს, ბორჯომის მცხოვრებლებსა და დამსვენებლებს საშუალება ექნებათ უფასოდ დაათვალიერონ გამოფენა და მონაწილეობა მიიღონ ორი მუზეუმის მიერ დაგეგმილ საგანმანათლებლო პროგრამებში. დასწრება თავისუფალია.


პროექტი მუზეუმი სტუმრად მუზეუმში" გულისხმობს დედაქალაქისა და რეგიონული მუზეუმების პოპულარიზაციას თანამშრომლობის საფუძველზე, რაც ერთმანეთთან სტუმრობით, გამოცდილებების გაზიარებითა და სხვადასხვა აქტივობის გამართვის გზით განხორციელდება.


განრიგი:


22 ივნისი

18:00 საათი -  „ორი მუზეუმის ისტორია" - გამოფენის გახსნა; ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი;

18:30 საათი -  პროექტის წარდგენა „მუზეუმი სტუმრად მუზეუმში"

19:00 საათი - „ფაიფურის წარმოების ისტორია - რომანოვებისა და გოკიელის კოლექციების მაგალითზე"; მომხსენებელი - ირინა კოშორიძე.


23 ივნისი

15:00 საათი -  საგანმანათლებლო პროგრამა „ტყის ბინადრები"

16:00 -18:30 საათი -  კურატორული თამაში 

18:00 საათი - სახეზე ხატვა,  სერტიფიკატების გადაცემა

19:00 საათი - საჯარო ლექცია „ბორჯომის ფირუზას სასახლის ისტორია"

                მომხსენებელი: ირინა კოშორიძე

 

24 ივნისი

15:00 საათი - საგანმანათლებლო პროგრამა „ტყის ბინადრები"

16:00 -18:30 საათი -  კურატორული თამაშები

18:00 საათი - სახეზე ხატვა,  სერტიფიკატების გადაცემა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner