logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანი: ნაბიჯ-ნაბიჯ აღვადგენთ იმას, რაც წინა ხელისუფლების დროს იქნა დაკნინებული, ვგულისხმობ სამეცნიერო საქმიანობას
- +

28 ივლისი. 2021. 12:18

 

 

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ მომდევნო ათი წლის განმავლობაში მაქსიმალურად ხელს შეუწყობენ სამეცნიერო საქმიანობას.

 

როგორც წულუკიანმა ეთნოგრაფიულ მუზეუმში სამინისტროს ათწლიანი სამოქმედო გეგმის წარდგენისას განაცხადა, ამ წლების განმავლობაში ნაბიჯ-ნაბიჯ აღადგენენ იმას, რაც  წინა ხელისუფლების დროს იქნა დაკნინებული.

 

„ათი წლის თავზე ხელშეწყობილი იქნება სამეცნიერო საქმიანობა, რომელიც, ტაბუ ვერ იქნება. ეს სიტყვები – წინა ხელისუფლების დროს პრაქტიკულად ამოიძირკვა კულტურის დარგში. ჩუბინაშვილის კვლევითი ცენტრი იქნება მაქსიმალურად ხელშეწყობილი.  ვვარაუდობთ, რომ 10 წლის თავზე ნაბიჯ-ნაბიჯ აღვადგენთ იმას, რაც წინა ხელისუფლების დროს იქნა დაკნინებული. ვგულისხმობ სამეცნიერო საქმიანობას, მეცნიერები და მეცნიერება იქნა დაკნინებული და მათი როლი დამცირებული“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner